კომპანია შპს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმა რანკო“ (შემდგომში - „კომპანია“) (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406337593, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ისნის რაიონი, ციხისძირის ქ., N 15) წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს
ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესებისა და პირობების გაცნობითა და თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას. ასევე ადასტურებს, რომ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა მომხმარებლის საკუთარი სურვილით და ამისათვის მას გაგაჩნია კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
მოცემული პოლიტიკა განეკუთვნება თანამშრომლების, მნახველებისა და რეგისტრირებული მომხმარებლის (შემდგომში –მონაცემთა სუბიექტები) მიერ ვებ-გვერდებზე, ელექტრონული ფოსტით წარმოებულ მიმოწერებში, ციფრულ დანართში, გამოკითხვებში, ხელშეკრულებებსა და სხვა წყაროებში წარმოდგენილი ყველა სახის პერსონალური მონაცემის დამუშავებას.
წინამდებარე პოლიტიკა სრულად ვრცელდება შპს „რანკოს“ მიერ პერსონალური მონაცემების ავტომატური, ნახევრად ავტომატური, ან არაავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებაზე და გამოიყენება პერსონალური მონაცემების დაცვის პროცესში.
კომპანიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება, რომელიც გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავება და გამოყენება
პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს კომპანია იცავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების სრული შესაბამისობით.
პლათფორმა https://ranko.ge/ – ის გამოყენებით მომხმარებელი ეთანხმება, რომ შპს „რანკო“, კომპანიის მინდობილი პირები და პარტნიორები, უფლებამოსილნი არიან შეაგროვონ და შეინახონ პერსონალური მონაცემები.
პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს:
მომხმარებლის სახელი და გვარი;
ტელეფონის ნომერი;
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
ბიომეტრიული მონაცემები;
IP მისამართი, რომლის გამოყენებითაც ხორციელდება „რანკოს“ კუთვნილ ვებ-გვერდზე შესვლა;
საქმიანობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაო ადგილი);
შემოსავლის შესახებ ინფორმაცია;
ფინანსურ ორგანიზაციაში დავალიანების შესახებ ინფორმაცია;
სხვა ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, რაც მომხმარებელმა ხელმისაწვდომი გახადა კომპანიისათვის.
მონაცემების დამუშავების მიზნები და საფუძვლები
მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე კომპანია ახდენს პერსონალური მონაცემების დამუშავებას შემდეგი მიზნებისათვის:
პლათფორმაზე რეგისტრაცია და ინდივიდუალური პორტალის მართვა;
ავტომატიზირებულად, მათ შორის პროფაილინგის საშუალებით, მომხმარებლის გადახდისუნარიანობის შეფასება და ანალიზი;
მომხმარებლის განაცხადის საფუძველზე სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ ფინანსური ორგანიზაცი(ებ)ისთვის რელევანტური ინფორმაციის მიწოდება, შემდგომში მომხმარებლისთვის შეთავაზების მიღების მიზნით;
ბაზრის ანალიტიკა და სტატისტიკა.
ინფორმაციის ანალიზისა და სტატისტიკის მიზნებისათვის შეგროვებული და დამუშავებული მონაცემები კომპანიას შეუძლია გადასცეს მესამე მხარეს.
პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები
კომპანია ინახავს პერსონალურ მონაცემებს დამუშავების ზემოაღწერილი მიზნებისა (წინამდებარე პოლიტიკის მე–3 პუნქტი) და ნორმატიული აქტების მოთხოვნების, ასევე, შემდეგის შესაბამისად:
მთელი პერიოდის განმავლობაში, როცა კომპანია ასრულებს საკუთარ მოვალეობებს და აწარმოებს კომერციულ საქმიანობას;
არსებობს პერსონალური მონაცემების შენახვისა და დაცვის იურიდიული ვალდებულება;
მოქმედებს პერსონალური მონაცემების სუბიექტის შეთანხმება.
COOKIE ფაილების გამოყენების პოლიტიკა
ვებ-გვერდის მოხმარებით ერთმნიშვნელოვნად ითვლება, რომ მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის მხრიდან მოგროვდეს და გაზიარდეს პირადი მონაცემები "cookie" და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით.
"cookie" არის მცირე ზომის ფაილი, რომელიც იგზავნება ვებ-გვერდის სერვერიდან მომხმარებლის პერსონალურ კომპიუტერზე, მობილურ ტელეფონზე, ტაბლეტზე ან სხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის მყარ დისკზე, ინფორმაციის ასახვის გაუმჯობესებისა და რესურსის რეგულარული მუშაობის მიზნებისათვის.
შენახული cookie ფაილები იძლევა მომხმარებლის ელექტრონული მოწყობილობის ამოცნობისა და კომპანიის ინტერნეტ რესურსზე დაბრუნების შემთხვევაში მონაცემთა განმეორებული შეყვანის თავიდან აცილების შესაძლებლობას.
კომპანია იყენებს cookie ფაილებს შემდეგი მიზნებისათვის:
შემოსვლის სესიების მართვა და მომხმარებლის აუტენტიფიკაცია;
ვებ-გვერდის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ვებ-გვედრზე მომხმარებლების შემოსვლისა და მოქმედების შესახებ სტატისტიკური მონაცემების მიღება;
ვებ-გვერდის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება.
კომპანია არ იყენებს cookie ფაილებს მომხმარებელთა ჩვევებისათვის თვალის დევნების მიზნით, ამიტომაც ახდენს ინფორმირებას cookie ფაილების გამოყენების შესახებ ვებ-გვერდზე შემოსვლის დროს.
კომპანია არ იყენებს cookie ფაილებს მომხმარებელთა ჩვევებისათვის თვალის დევნების მიზნით, ამიტომაც ახდენს ინფორმირებას cookie ფაილების გამოყენების შესახებ ინტერნეტ – რესურსზე შემოსვლის დროს.
კომპანია არ ახდენს მომხმარებლის იდენტიფიცირების ხელშემწყობი მონაცემებისა და IP – სა და ელ. ფოსტის მისამართის დაკავშირებას.
მომხმარებელს შეუძლია ელექტრონულ მოწყობილობაში შენახული cookie ფაილების წაშლა საკუთარი შეხედულებისამებრ, თუმცა, ასეთ შემთხვევაში ვებ-გვერდის ზოგიერთი ფუნქცია და მომსახურება, შესაძლოა, სათანადოდ არ ფუნქციონირებდეს.
პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
კომპანია ზრუნავს პერსონალური მონაცემების დაცვაზე და უზრუნველყოფს მათი დამუშავების პოლიტიკის შესაბამისობას ნორმატიულ აქტებში ასახულ დებულებებთან.
კომპანია მიმართავს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ, ფიზიკურ და უსაფრთხოების სხვა ზომებს პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
პერსონალური მონაცემების დამუშავება კომპანიაში ხორციელდება პერსონალური მონაცემებისა და კონფიდენციალურობის აუცილებელი უსაფრთხოების, მათ შორის, არასანქციონირებული და უკანონო დამუშავებისგან პერსონალური მონაცემების, ასევე, შემთხვევითი დაკარგვის, უკანონო დამუშავების, მათ შორის განადგურების, წაშლის, შეცვლის გამჟღავნდების დაცვის უზრუნველსაყოფად.
როგორც კი ცნობილი გახდება პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დარღვევის შესახებ, კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მომხდარის შესახებ საზედამხედველო ორგანოებს.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უარის თქმის უფლება
მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს კომპანიას და მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე, და იმ შემთხვევაში, თუ მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ, მოსთხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, დამატება, წაშლა, ან განადგურება.
მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოითხოვოს პერსონალური მონაცემების წაშლა, მათი დამუშავების შეზღუდვა, მათი დამუშავების წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირება, მათი შესწორების ჩატარება
კომპანიის მიერ დამუშავებადი პირადი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია განცხადების გაგზავნა წერილობითი ფორმით კომპანიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@ranko.ge.
კომპანია ახორციელებს კავშირს პერსონალური მონაცემების სუბიექტთან, ამ უკანასკნელის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით (ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, მისამართი).
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევის სავარაუდო ფაქტის შემთვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია საჩივრით მიმართოს პერსონალური მონაცემების დაცვის საზედამხედველო ორგანოს.