პლატფორმაზე რეგისტრაციამდე, გთხოვთ, გაეცნოთ სამომხმარებლო შეთანხმებას!
წინამდებარე შეთანხმება განსაზღვრავს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს.
ზოგადი დებულებები
ამ პლატფორმის (www.ranko.ge) მფლობელი და მმართველი არის შპს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმა რანკო” (შემდგომში - კომპანია) (საიდენტიფიკაციო კოდი: 406337593)
წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, პლატფორმის გამოყენების სრულ და უპირობო თანხმობად ითვლება პლატფორმაზე www.ranko.ge რეგისტრაცია და პროფილის შექმნა.
მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლა ნიშნავს, რომ ის გაეცნო წესებსა და პირობებს, პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, ეთანხმება და ვალდებულია, დაიცვას ყველა ქვემოთ ხსენებული პირობა, რომლითაც რეგულირდება ვებ-გვერდით სარგებლობა.
პლატფორმის გამოყენების უფლება აქვს საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებულ იურიდიული ან ფიზიკური პირს, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრაციის შედეგად იძენს პლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებლის სტატუსს;
პლატფორმის ადმინისტრაციას აქვს ამ წესებისა და პირობების შეცვლის უფლება. პლატფორმის ადმინისტრაცია, წინამდებარე წესებსა და პირობებში ცვლილების/დამატებების შეტანისას, უზრუნველყოფს ყოველი რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილში შესვლისას ცვლილებების/დამატებების შესახებ ინფორმირებასა და რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილიდან მათი გაცნობისა და მათზე დათანხმების შესაძლებლობას. მომხმარებლის მხრიდან ცვლილებების არდათანხმების შემთხვევაში, პლატფორმის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, უარი უთხრას მომხმარებელს პლატფორმის მოხმარებაზე და გააუქმოს მისი რეგისტრაცია;
პლატფორმის ადმინისტრაცია დამოუკიდებლად მართავს პლატფორმას, განსაზღვრავს მის დიზაინსა და პლატფორმით სარგებლობის წესებს.
ტერმინთა განმარტება
პლატფორმა - ვებ-გვერდი www.ranko.ge
კომპანია - შპს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო - პლატფორმა რანკო” (ს.კ.: 406337593), რომელიც არ არის კრედიტორი და თავისი საქმიანობის ფარგლებში წარმოადგენს რეგისტრირებულ მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის შუამავალს.
რეგისტრირებული მომხმარებელი - პლატფორმაზე რეგისტრირებული ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (ასევე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიულ პირს არ წარმოადგენს)
ფინანსური ორგანიზაცია - ბანკი ან/და ფინანსური ინსტიტუტი.
საკრედიტო პროდუქტი - ნებისმიერი ტიპის სესხი/კრედიტი, მათ შორის, ოვერდრაფტი და საკრედიტო ბარათი, მიუხედავად საფინანსო პროდუქტის სახელწოდებისა, რომელსაც ფინანსური ორგანიზაცია სთავაზობს/აწვდის მომხმარებელს ნებისმიერი სახის ლიზინგი, მათ შორის ავტოლიზინგი და სხვა, რომელსაც სალიზინგო კომპანია სთავაზობს/აწვდის მომხმარებელს.
პლატფორმის ადმინისტრაცია - სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები, რომლებიც ახორციელებენ პლატფორმის რესურსების მართვას და მომსახურებას უწევენ პლატფორმის მომხმარებლებს, პლატფორმის გამოყენების ფარგლებში.
პლატფორმის მომსახურება - მომსახურება, რომელსაც შუამავალი სთავაზობს პლატფორმის რეგისტრირებულ მომხმარებლებს და რომლის მიღებას რეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ.
მომხმარებლის პროფილი - ინფორმაციის ერთობლიობა, რომლითაც ხორციელდება რეგისტრირებული მომხმარებლის იდენტიფიცირება.
პლატფორმაზე რეგისტრაცია და სარგებლობის წესები
პლატფორმაზე შესვლითა და სარეგისტრაციო ფორმის შევსებით, რეგისტრაციის მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციის ფორმის შევსების დროს პლატფორმის ადმინისტრაციისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი, რეგისტრაციის შემდგომშიც პლატფორმის ადმინისტრაციისთვის მიწოდებული ან/და პლატფორმაზე მის მიერ (რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ) განთავსებული ან განსათავსებლად პლატფორმის ადმინისტრაციისთვის გადაცემული ნებისმიერი ინფორმაცია/მონაცემები, ასევე, იქნება ზუსტი და უტყუარი. პლატფორმის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ განზრახ არასწორი/არაზუსტი ინფორმაციის წარდგენისთვის;
პლატფორმაზე რეგისტრაციით რეგისტრირებული მომხმარებელი იძენს უფლებას გამოხატოს საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის სურვილი.
პლატფორმაზე პირველადი ინფორმაციის შევსება ხდება მომხმარებლის მიერ.
რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს თავისი პროფილის უსაფრთხოება და მომხმარებლის უნიკალური სახელისა და პაროლის საიდუმლოება. მის პროფილზე არასანქცირებული შეღწევის შემთხვევაში მიყენებულ ზიანზე პლატფორმის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს.
აკრძალულია მომხმარებლის პროფილის სხვა პირისთვის სარგებლობაში გადაცემა, ან ერთი პროფილით რამდენიმე მომხმარებლის სარგებლობა. მოცემულ შემთხვევებში, ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, გაფრთხილების გარეშე შეაჩეროს პროფილით სარგებლობა, დროებით ან უვადოდ;
ურთიერთობები, რომლებიც დაკავშირებულია პლატფორმის მომხმარებლის ინფორმაციის შეგროვებასთან, შენახვასა და გავრცელებასთან რეგულირდება წინამდებარე წესებითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებელი თანახმაა, რომ რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მის ელ. ფოსტაზე და მობილურ ტელეფონზე შუამავლის ან/და სხვა ნებისმიერი მესამე პირის მიერ გაიგზავნოს წერილები და შეტყობინებები, მათ შორის, სარეკლამო ხასიათის;
პლატფორმა და მისი მომსახურება
პლატფორმა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ ონლაინ მომსახურებას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, ერთი მხრივ, როგორც პოტენციურმა მსესხებელმა განათავსოს სასურველი საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის განაცხადი;
საფინანსო ორგანიზაცი(ებ)ში განაცხადის გადაგზავნამდე პლატფორმა ავტომატიზირებულად, მათ შორის პროფაილინგის საფუძველზე, აანალიზებს და აფასებს რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს. ამ ეტაპის წარმატებულად გავლის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული სასურველი საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის განაცხადი და პირადი მონაცემები, პლატფორმის საშუალებით, გადაეცემა კომპანიის პარტნიორ ერთ ან რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციას (პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციების ჩამონათვალი მოცემულია ვებ გვერდის შესაბამის ჩანართში), შემდგომში მათი მხრიდან შეთავაზების მიღების მიზნით.
საფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული შეთავაზება არ განიხილება როგორც შეპირება საკრედიტო პროდუქტის დამტკიცების ან/და გაცემის შესახებ. საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილია საკრედიტო პროდუქტის დამტკიცების ან/და გაცემის წინ მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია მომხმარებლის ანალიზის მიზნით.
საფინანსო ორგანიზაცი(ებ)ში განაცხადის გადაგზავნამდე პლატფორმა ავტომატიზირებულად, მათ შორის პროფაილინგის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას.
მომხმარებლებსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის რაიმე სახის გაუგებრობის/პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, კომპანია სრულად თავისუფლდება ნებისმიერი მოთხოვნისაგან, რომელიც მხარეებს შესაძლოა ერთმანეთის მიმართ წარმოეშვათ.
პლატფორმით მომსახურებისათვის კომპანია უფლებამოსილია:
პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ხელშეკრულების შეწყვეტამდე, მომხმარებლის მიერ გაცემული თანხმობის ფარგლებში მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები;
კანონმდებლობით დადგენილი წესითა და შემდგომში სასესხო/საკრედიტო პროდუქტის ან/და მომსახურების შეთავაზების მიზნით, დაამუშავოს მომხმარებლის შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროებიდან მიღებული და სხვა რელევანტური ინფორმაცია და მიაწოდოს აღნიშნული მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ ორგანიზაციებს, ჩემი გადახდისუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის. .
კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მომხმარებლის პერსონალური მონაცემები.
კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაამუშავოს, მათ შორის გადასცეს მესამე პირ(ებ)ს დასამუშავებლად, გამოითხოვოს და მიიღოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სსიპ „შემოსავლების სამსახურისგან“ გადახდისუნარიანობის ანალიზისა და შემდგომში სასესხო/საკრედიტო პროდუქტის ან/და მომსახურების შეთავაზების მიზნით..
საკრედიტო ან/და საშუამავლო მომსახურების ფარგლებში, სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ფინანსური ორგანიზაცი(ებ)იდან მიიღოს საკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაცია მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით.
ზემოაღნიშნული მიზნების გათვალისწინებით და ამ მიზანთა განსახორციელებლად საჭირო მოცულობით (შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელი) კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა კომპანიის მხრიდან ხორციელდება შემდეგ პირებთან: Amazon, Inc;
რეგისტრაცია და პლატფორმით მომსახურება არის უფასო. რეგისტრაცია არის წინაპირობა იმის, რომ რეგისტრირებულ მომხმარებელს მიეცეს პლატფორმაზე წვდომისა და მისი მომსახურებით სარგებლობის უფლება. მომსახურების საფასურის ცვლილების შესახებ პლატფორმის ადმინისტრაცია ინფორმაციას მიაწოდებს მომხმარებელს, პროფილის გვერდზე, შეტყობინების გზით, ან სხვა საშუალებით;
აკრძალულია პლატფორმის გამოყენება:
ნებისმიერი უკანონო, თაღლითური კომერციული მიზნებისთვის;
სხვისი კანონიერი ინტერესების დაზიანების, კონფიდენციალურობის დარღვევის ან არაზუსტი, არაადეკვატური, მიუღებელი, დისკრიმინაციული ან მავნე ქმედების განხორციელების მიზნით;
სხვისი მონაცემთა ბაზის/ჩანაწერების შექმნის, შემოწმების, დადასტურების, განახლების მიზნით;
პლატფორმის რომელიმე ნაწილის შესწორების, შეცვლის ან დაპროექტების მიზნით;
პლატფორმის ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების დაზიანების მიზნით;
საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული სხვა უკანონო მიზნებისთვის.
კომპანიის პასუხისმგებლობა
წინამდებარე შეთანხმების მხარეები (პლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებელი, პლატფორმის ადმინისტრაცია) პასუხს აგებენ წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
პლატფორმაზე მოცემული პროდუქტებისა და სერვისების ყველა მახასიათებლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება სრული არ იყოს. შესაბამისად, პლატფორმის ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას პლატფორმაზე წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტესა და სისრულეზე, თუმცა მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ პლატფორმის მეშვეობით მოწოდებულ იქნას ზუსტი, სრული და უტყუარი ინფორმაცია და უმოკლეს დროში იქნას აღმოფხვრილი ყოველგვარი უზუსტობა;
კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებათა კეთილსინდისიერ და ჯეროვან შესრულებაზე.
პლატფორმის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია პლატფორმის რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაზე, თუმცა პლატფორმის ადმინისტრაცია ვერ იქნება პასუხისმგებელი პლატფორმაზე არასანქცირებული შეღწევისა ან/და პლატფორმაზე განხორციელებული კიბერ-შეტევის შემთხვევებზე, აგრეთვე, სხვა ისეთ შემთხვევებზე, რაც პლატფორმის ადმინისტრაციის კონტროლის მიღმაა;
პლატფორმის ადმინისტრაცია პერიოდულად აფასებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების ეფექტიანობას და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხოების დასაცავად ადეკვატური ზომების მიღებას ან/და არსებულის განახლებას.
პლატფორმის ადმინისტრაცია გასცემს ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარანტიებს წინამდებარე წესებისა და პირობების, პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად. პლატფორმის ადმინისტრაცია ვერ გასცემს გარანტიას, რომ რეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს ვებ-პლატფორმაზე შესვლასა და მისი მომსახურებით სარგებლობას ნებისმიერ სასურველ დროს ან ადგილას (რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პლატფორმის ადმინისტრაციისგან დამოუკიდებელი მიზეზებით); პლატფორმის ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტერნეტ-თაღლითობა და უზრუნველყოს მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება.
ვებ-გვერდებზე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ჰიპერ-ბმულები მესამე მხარის მიერ მოწოდებულ სხვა ვებ-გვერდებსა და რესურსებთან. წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ რანკოს ვებ-გვერდზე. მესამე მხარის ვებ-გვერდებსა თუ სხვა სახის ნებისმიერ წყაროებზე გადასვლისას კომპანია არ აკონტროლებს ხსენებული მესამე მხარის ვებ-გვერდებს ან მასში შემავალ რაიმე სახის შემადგენელ კონტენტს და არ იღებს პასუხისმგებლობას მესამე მხარის რომელიმე ვებ-გვერდთან დაკავშირებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მათ კონტენტთან, პოლიტიკასთან, გაუმართაობასთან, აქციებთან, პროდუქტებთან, სერვისებსა თუ მოქმედებებთან დაკავშირებით და/ან აღნიშნულ ვებ-გვერდებზე შესვლის შედეგად გამოწვეულ, დაკავშირებულ ან წარმოშობილ ნებისმიერ ზიანთან, ზარალთან, ხარვეზთან თუ გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით.
გარდამავალი დებულებები
წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე
რეგისტრირებულ მომხმარებელს არ აქვს უფლება, გადასცეს მესამე პირს წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე წესებითა და პირობებით რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
წინამდებარე წესებისა და პირობების საფუძველზე და მასთან დაკავშირებული დავები წყდება ურთიერთმოლაპარაკებით. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს.