ბიზნეს სესხი
არ აქვს მნიშვნელობა ძალიან დიდი ტექ-სტარტაპი გაქვს თუ უბრალოდ საყვარელ საქმეს აკეთებ;
სილამაზის სალონით დაწყებული, პატარა კაფით გაგრძელებული და უბრალოდ ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობით შეგიძლია აიღო ბიზნეს სესხი და მიიღო შესაძლებლობა. შესაძლებლობა იმისა, რომ გააფართოვო საქმიანობა; შანსი იმისა, რომ აკეთო საქმე, რომელიც შემოსავალს მოგიტანს; საქმე, რომელიც შეცვლის ირგვლივმყოფების ყოველდღიურობას; საქმე, რომლის წარმატებისაც გულწრფელად გჯერა და საქმე, რომელიც შენია და გაბედნიერებს.
რანკოს კი ამ ყველაფერში შენი დახმარება შეუძლია. როგორ?
ჩვენ გეხმარებით აღმოაჩინო ბიზნეს სესხზე შენზე მორგებული ყველაზე კარგი შეთავაზება.
რადგან ბიზნეს საქმიანობას ეწევი და დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია არ მოგიწევს მისი გაფლანგვა სხვადასხვა ბანკებში სიარულითა და პროცენტების შედარებით. შეავსე განაცხადი რანკოს პლატფორმაზე და დანარჩენი ჩვენ მოგვანდე. შენ უბრალოდ დაელოდე რამოდენიმე ბანკის შეთავაზებას და აირჩიე შენთვის საუკეთესო.
ბიზნეს სესხის აღებამდე კი მის დადებით და უარყოფით მხარეებსაც გადახედე. ვეცდებით მაქსიმალურად განვიხილოთ ორივე.
უპირატესობები
დავიწყოთ ბიზნეს სესხის უპირატესობებით:
bulletთანხას იღებ ბიზნესის საფუძველზე;
bulletარ გიწევს პირადი შემოსავლების დადასტურება;
bulletიღებ შესაძლებლობას, რომ ბიზნესი განავითარო;
bulletდღეს იღებ თანხას, რომლის ღირებულებაც გაცილებით მაღალია, ვიდრე გადასახდელი პროცენტი.
რისკები
უპირატესობებთან ერთად ბიზნეს სესხს გარკვეული რისკებიც ახლავს:
bulletმაღალი საპროცენტო განაკვეთი;
bulletსაბრუნავ კაპიტალში გაჭედვა არასწორი პროგნოზირების გამო;
bulletსესხის მოცულობის გადამეტება ბიზნესის მასშტაბებთან;
bulletსავალუტო რისკი;
მიუხედავად მაღალი რისკისა, ბიზნეს სესხის დადებითი ეფექტი ბევრად მაღალია თუ ყველა რისკი წინდაწინვე სწორად და ობიექტურად იქნება შეფასებული.
რანკო, წარმატებას გისურვებს საქმიანობაში.
დარეგისტრირდი, გაიარე მარტივი ვერიფიკაცია და მიიღე შესაძლებლობა აქ.